თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 50 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გუშინ სოფელ ბაშში მოხდა. დამწვარია ხმელი ბალახი. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 100 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.