ზემო ლარსი დღეს: უამინდობამ პრობლემები შექმნა

ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებისთვის დაიკეტა
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, თოვისა და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეზღუდვა ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოქმედებს.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.