თბილისზე მომზადებულ ფოტოალბომს გერმანიაში ბრინჯაოს მედალი გადაეცა

ფოტოალბომში ცხრა ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევარი შევიდა.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. გერმანულენოვანი ფოტოალბომების კონკურსში Deutscher Fotobuchpreis თბილისის შესახებ მომზადებულ ფოტოალბომს „თამარ, სად ხარ?“ ბრინჯაოს მედალი გადაეცა, იუწყება ტელეკომპანია  Imedi

დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

ფოტოალბომში წარმოდგენილია გიორგი შენგელიას, გიორგი ტაბლიაშვილის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინათინ კიღურაძის, ვახო ხეთაგურის, ანდრეას ოეტკერ-კასტის, დინა ოგანოვას და იური მეჩითოვის ნამუშევრები თბილისზე. 

ტექსტების ავტორები არიან ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო ტურაშვილი.

წიგნი გერმანულ ენაზე სიბილა ჰაინცემ, ინგლისურ ენაზე კი ნატალია ბუკია-პეტერსმა და შარლოტ ჰობსონმა თარგმნეს.

ფოტოალბომი „თამარ, სად ხარ? ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა bt:st Verlag-ის მიერ გერმანიაში გამოიცა.