რამდენი  დაუჯდება თბილისს საახალწლო გაფორმება

გასულ წელს დაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე  თბილისის მერიამ 3 მილიონი ლარი დახარჯა.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია 2  მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს, განუცხადეს „Sputnik -საქართველოს“  თბილისის მერიასთან არსებულმა კომპანია „თბილსერვის ჯგუფში". 

თბილისელებს საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმა შესთავაზეს

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კომპანიამ - IDO გაიმარჯვა.

„თბილსერვის ჯგუფი“ ყოველწლიურად საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟით ასრულებს.

„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

გასულ წელს დაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე  თბილისის მერიამ 3 მილიონი ლარი დახარჯა.