თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სახელმწიფოს პირველი ლიდერი აღმოჩნდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. წარმატებებს გისურვებთ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში", - დაწერა გრიბაუსკაიტემ Twitter-ის აკაუნტში.
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იგებს ხმების 59,56 პროცენტით - ასეთია უბნების 99,7%-ის მონაცემების შედეგი. მის კონკურენტს, გრიგოლ ვაშაძეს ამომრჩევლის ხემბის 40,44% აქვს.