„კანის საფარველის დაზიანება, კანის ქვემოთა სტრუქტურები არ არის დაზიანებული ამ შემთხვევაში გვაქვს კაპილარული სისხლდენა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის მყისიერად ჩამოვბანოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. მნიშვნელოვანია, რომ ჭრილობა იყოს გასუფთავებული ჭუჭყისგან და თუ მასზე აღინიშნება სისხლდენა, ავიღოთ სუფთა მარლა დავადოთ ჭრილობას და დავაჭიროთ ხელი“ - აღნიშნა თამარ დაუსმა.
ექთნის განმარტებით, თუ სისხლდენა 20 წუთის განმავლობაში არ შეჩერდა, აუცილებელია მივაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას.