"ქართულმა ოცნებამ" ზურაბიშვილის გამარჯვება აღნიშნა

Sputnik

მმართველი პარტია "ქართულ იოცნების" და საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის მომხრეებმა არჩევნებში გამარჯვება აღნიშნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ გამოხატავდნენ სიხარულს ზურაბიშვილის მომხრეები ხმების დათვლის შემდეგ

1 / 12
ეგზიტპოლების მონაცემების გაჟღერების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" მომხრეები ქალაქის ქუჩებში დროშების ფრიალით და სიგნალებით გამარჯვებას აღნიშნავდნენ
2 / 12
მანქანები და ხალხი დროშებით გადაადგილდებოდნენ სალომე ზურაბიშვილის შტაბის მახლობლად
3 / 12
"ქართული ოცნების" მომხრეები მანქანებით სალომე ზურაბიშვილის შტაბთან
4 / 12
ზურაბიშვილს ხმა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 59,56%-მა მისცა ხმა
5 / 12
ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველტა რაოდენობამ 40,44% შეადგინა
6 / 12
ზურაბიშვილი იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და ბოლო პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირი გზით აირჩიეს
7 / 12
მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს შედგება
8 / 12
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება "ქართული ოცნების" მომხრეებმა გამარჯვება მმართველი პარტიის ოფისთანაც აღნიშნეს
9 / 12
იქ ასევე იყო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მილოცვა მიიღო თანამოაზრეებისგან
10 / 12
"ქართული ოცნების" ოფისთან დამონტაჟებული იყო დიდი მონიტორები, რომლებზეც ზურაბიშვილის მომხრეები არჩევნების შედეგების გამოცხადებას ადევნებდნენ თვალყურს
11 / 12
მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები ყველა უბანზე შეაჯამა, საბოლოო შედეგები ყველა სარჩელის შესწავლის შემდეგ გაჟღერდება
12 / 12
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის 56,23%-მა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს აქტივობის მინიმალური ზღვარი არჩევნებზე. ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში არჩევნები შემდგარი იქნებოდა