ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 7,26%-ს გადააჭარბა

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 215 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 10:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 7,26%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 7,26%-ს გადააჭარბა

საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7,26%, რაოდენობრივად 255251 ამომრჩეველი შეადგინა", — განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.