ცესკო პირველად შედეგებს აცხადებს

ამ დროისთვის გრიგოლ ვაშაძე აქვს ხმების 43%, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 57%
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, დათვლილია 1181 უბანი, რაც დაახლოებით 32%–ია. პირველადი შედეგებით, რაც ამ ეტაპზე აქვს დათვლილი ცესკოს, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ამომრჩევლის 195 305 ხმა, რაც დაახლოებით 43%–ია, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 262 826 ხმა, ანუ 57%.

ჟვანიას განცხადებით, დღეს არჩევნებში 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გრძელდება ხმების დათვლის პროცესი.