ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 1,4-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო.
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 38,8%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.   

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა

28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 15 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38,8%, რაოდენობრივად

1 363 493 ამომრჩეველი შეადგინა", — განაცხადა ანა მიქელაძემ.

პირველი ტურის მონაცემებს თუ შევადარებთ, მაშინ 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 30,98% (1085 730) შეადგინა.