Edison Research-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპრეზიდენტო მარათონში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

28 ნოემბერს საქართველოში მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55 % მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. შედეგები მომზადდა 17 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.