საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Sputnik

საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ დაიწყო არჩევნების მეორე ტური

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოს ისტორიაში ბოლოა.

მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ 25 კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. ახლა ქვეყნის მოსახლეობა იმ ორი კანდიდატიდან ირჩევს, რომლებმაც პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგი უჩვენეს.

საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 39 ქვეყანაში. ჯამში ამ არჩევნებზე 3707 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

1 / 13
ყველა საარჩევნო უბანი 28 ნოემბერს ერთდროულად გაიხსნა დილის 8:00 საათზე
2 / 13
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა საქართველოს ისტორიაში ბოლოა
3 / 13
მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ 25 კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო
4 / 13
ახლა ქვეყნის მოსახლეობა იმ ორი კანდიდატიდან ირჩევს, რომლებმაც პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგი უჩვენეს
5 / 13
საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას შეძლებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 39 ქვეყანაში
6 / 13
ჯამში ამ არჩევნებზე 3707 საარჩევნო უბანი იმუშავებს
7 / 13
ხმის მიცემის უფლება საქართველოს 3 მილიონ 528 ათას 658 სრულწლოვან მოქალაქეს აქვს
8 / 13
საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემას შეძლებს 3 მილიონ 513 ათას 729 ადამიანი, ხოლო დანარჩენები, ვინც საელჩოს აღრიცხვაზეა საზღვარგარეთ - ადგილობრივ საარჩევნო უბანზე
9 / 13
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 48,5 ათასმა დამკვირვებელმა 62 ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან
10 / 13
არჩევნების პროცესს დაახლოებით 2,3 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიიდან
11 / 13
საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიკეტება და ხმების დათვლა დაიწყება
12 / 13
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები 00:00 საათზე დაიკეტება. ცესკოს წინასწარი მონაცემები გვიან ღამით გახდება ცნობილი
13 / 13
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემით საქართველოს კათალიკოს პატრიარქმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია