საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" პირველად ისტორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თბილისურმა კლუბმა ჩემპიონობა ქვეყნის პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ეროვნული ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში "საბურთალომ" თბილისის "დინამო 2:1 დაამარცხა და პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაიფორმა.

შეხვედრის დაწყებამდე „დინამო" „საბურთალოს" რვა ქულით ჩამორჩებოდა და პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი ჰქონდა.

სწორედ ზაურ სვანიძის გუნდმა გაიტანა პირველი გოლი მატჩში მე-14 წუთზე, რაც „საბურთალოელებმა" ექვს წუთში თერთმეტმეტრიანით „გააბათილეს". გამარჯვების გოლი კი ამის მერე რამდენიმე წუთში გავიდა.

მეორე ტაიმში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თავდაცვაზე გადავიდა. ამ ტაქტიკამ გაამართლა და გამარჯვება მოიტანა.

ამგვარად, „საბურთალო", პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში, ითამაშებს 2019-2020 წლების სეზონზე უეფას ჩემპიონთა ლიგაში.

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტრუით ადრე უეფას ევროპის ლიგაში მოხვედრის მტავარი პრეტენდენტები არიან თბილისის „დინამო" (მეორე ადგილი, 63 ქულა) და ქუთაისის „ტორპედო" (მესამე ადგილი, 62 ქულა).