ქართულმა 3D ფილმმა კიდევ ორი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა

რეჟისორ დავით კიკნაველიძის 13-წუთიანი მულტფილმი „ჯინო" ანიმაციური სტუდია Lira Production-ში ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. არაერთი პრესტიჟილი ჯილდოს მფლობელი ქართული 3D მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო"(Geno) კიდევ ორის აერტაშორისო პრიზის მფლობელი გახდა, იუწყება ტელეკომპანაი Imedi.

ქართულ ანიმაციას ლონდონში – South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანკტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე International Environmental Film Festival Green Vision „ჯინო" მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს (Prize in nomination For the Optimistic Vision of the Future).

რეჟისორ დავით კიკნაველიძის 13-წუთიანი მულტფილმი „ჟინო" ანიმაციური სტუდია Lira Production-ში ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

საფრანგეთში ანსის საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის ფარგლებში მსოფლიო პრემიერის შემდეგ, მულტფილმი კიდევ ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა. „ჯინო" თავიდან ხორვატიაში — აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ანიმაციური კინოფესტივალ Supertoon —ზე, შემდეგ კი იტალიაში, პრესტიჟულ ანიმაციურ კინოფესტივალ Giffoni-ზე უჩვენეს.