მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ 28 ნოემბერი იქნება დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას აქტიურობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
Sputnik

„ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ნებისმიერ კანონ დარღვევაზე სახელმწიფოს ექნება შესაბამისი და უმკაცრესი რეაგირება.