თბილისის ქუჩებსა და ტრასებზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პლაკატების ნამდვილი ზღვა დადგა, რომლებიც ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ და სხვა კანდიდატების მიმართ ნეგატიურად განაწყობენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორი ბილბორდებია განთავსებული ქალაქის სხვადასხვა წერტილებში
1 / 17
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მმართველმა გუნდმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, ასევე ავტოტრასებზე მრავალი ბანერი გამოაკრა. მათზე გამოსახული არიან პარტიული ლიდერები, რომლებიც დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილისათვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ
2 / 17
ასევე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მიმართული არაერთი ბანერი გამოჩნდა ქუჩებში
3 / 17
მეორე ტურისათვის ქუჩებში გამოჩნდა გრიგოლ ვაშაძის ბანერებიც. მეორე ტურში მისი პარტია თბილისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში პატარა ბანერების გამოკვრით შემოიფარგლა
4 / 17
ბანერები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ, საკმაოდ ხშირია თბილისის ქუჩებში
5 / 17
ხანდახან ოპოზიციური კანდიდატის ბანერსა და მის საწინააღმდეგო ბილბორდს შორის ძალიან ცოტა მანძილია
6 / 17
ზოგ შემთხვევაში ვაშაძის ანტირეკლამა ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბანერის გვერდითაა განთავსებული
7 / 17
ამომრჩეველთა ხმების მოსაგროვებლად ასევე აქტიურად გამოიყენება ავტობუსის გაჩერებები, რომელთა უმეტესობაზე სალომე ზურაბიშვილის რეკლამაა განთავსებული
8 / 17
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი დიდი ბანერები გამოჩნდა ასევე სხვადასხვა შენობებზე
9 / 17
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერ ბანერებზე გამოსახულია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. 48 ნომერი კანდიდატის მხარდასაჭერად ბილბორდებზე თბილისის მერ კახა კალაძესაც იხილავთ
10 / 17
ამ ბანერზე კი გამოსახულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
11 / 17
ქუჩებში ასევე შეხვდებით ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს გამოსახულებით
12 / 17
თუმცა სერგეენკოზე ხშირად წინასაარჩევნო ბანერებზე მმართველი პარტიის სხვა წევრები არიან გამოსახულები. ფოტოზე - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბილბორდზე
14 / 17
სამაგიეროდ ვაშაძის მომხრეები გამოსახულები არიან ბანერებზე, რომლებიც მათთვის მხარდაჭერაზე უარისკენ მოუწოდებენ
15 / 17
ვაშაძის ერთ ბილბორდზე "ქართული ოცნების" რამდენიმე ბანერი მოდის. მმართველი პარტია აშკარა უპირატესობით სარგებლობს
17 / 17
ქალაქელები ყოველ მხარეს პოლიტიკოსთა სახეებს ხედავენ. როგორი იქნება საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, 28 ნოემბრის არჩევნები უჩვენებს