სისხლიანი გარჩევა მუხიანში – მოკლულია 33 წლის მამაკაცი

შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მუხიანის დასახლებაში მომხდარი სროლის შედეგად ერთი მამაკაცი მოკლულია, მეორე კი დაჭრილი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა მუხიანის მესამე მიკრორაიონში დღეს, გამთენიისას მოხდა.

ბოლნისში სასტიკად ნაწამები 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 33 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლებით არის დაწყებული, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.