მეფარიშვილი: ცოდნაა საჭირო, რომ სხვანაირად ვეკონტაქტოთ მოზარდობაში ფეხშედგმულ შვილს

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი საუბრობს ბავშვობიდან მოზრდილთა ასაკში გადასვლის პერიოდზე.
Sputnik

„მოზარდები, როდესაც იწყებენ, ასე ვთქვათ, დიდობისკენ სვლას, იცვლიან თვისებებს კონკრეტული მიმართულებით. ერთ-ერთი, რაც ყველაზე უფრო ცხადად ჩანს, გახლავთ ფიზიოლოგიური ცვლილებები. ეს, შესაბამისად, გამოიხატება სხეულის აღნაგობის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ცვლილებით. ფიზიოლოგია ასევე ცვლის ჰორმონებს, მიდის ჰორმონული დისბალანსი“, – აღნიშნა ნატა მეფარიშვილმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია მშობლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი შვილი, და დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეცვალონ საკუთარი ქცევა შვილის მიმართ.