ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საქართველოს პრეზიდენტს მისცეს ხმა

ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები 28 ნოემბერს გამოცხადდება, მას შემდეგ, როდესაც კენჭისყრა საქართველოს ტერიტორიაზე გაიმართება
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, იუწყება პირველი ტური.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ავღანეთიდან დაიწყება >>

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ბაგრამის ავიაბაზასა და მარმალის ბაზაზე (მაზარ-ი-შარიფი). სამხედრო მოსამსახურეებმა არჩევანი გააკეთეს მოქმედი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

„ამ დროისთვის ყველა სამხედრომ მიიღო უკვე მონაწილეობა არჩევნებში და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატა საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ბიულეტენები შესაბამისი წესით იქნება დალუქული, შეფუთული, გამოიგზავნება საქართველოში და შეინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ილია მეორემ მშვიდობისმყოფელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა

„28 ნოემბერს, მას მერე, რაც მთელ საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი, 20:00 საათის შემდეგ ცესკო-ში სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები დაითვლიან ავღანეთის ბიულეტენებს და შედეგი 28 ნოემბერს იქნება ცნობილი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ავღანეთში პირველი ტურის შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 398 ხმა დააგროვა, ვაშაძემ - 261.