ქართველმა მორაგბეებმა ტონგას ნაკრები დაამარცხეს: მატჩის საუკეთესო ფოტოები

Sputnik

საქართველოს ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა მიხეილ მესხის სტადიონზე ტონგასთან ტესტ-მატჩში გაიმარჯვა ანგარიშით 20:9. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.

1 / 12
დაძაბულ შეხვედრას უამინდობაც ემატებოდა - არ წყდებოდა მცირედი წვიმა და ჰაერის ტემპერატურა 3-5 გრადუსი იყო
2 / 12
ბუნებრივია, უამინდობა თამაშის ხარისხსა და ბალახის მდგომარეობაზეც აისახა
3 / 12
შეხვედრის პირველი ნაწილი თანაბარი ბრძოლის ფონზე დასრულდა
4 / 12
სტუმრებმა ექვსი ქულა მოიპოვეს გუნდის კაპიტნის - ტაკულუას ზუსტი საჯარიმოების შესრულებით
5 / 12
მასპინძლებმა კი ოთარ გიორგაძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით უპასუხეს
6 / 12
შესვენებისას ანგარიში 7:6 იყო საქართველოს სასარგებლოდ
7 / 12
მეორე ტაიმში ქართველი მორაგბეები მეტოქეებზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ
8 / 12
თუმცა ტაკულუამ გუნდი კვლავ დააწინაურა მეორე ტაიმის დასაწყისში
9 / 12
ამის შემდეგ ტაბლოზე ციფრები მხოლოდ მილტონ ჰეიგის აღსაზრდელების სასარგებლოდ იცვლებოდა
10 / 12
თავიდან აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა ორი საჯარიმო დარტყმა და ანგარიში 13:9 გადახა
11 / 12
საბოლოო წერტილი შეხვედრაში ზურაბ ჟვანიამ დასვა. მან ლელო დადო და გარდასახვაც თავად შეასრულა
12 / 12
მატჩი დასრულდა ანგარიშით 20:9, რამაც ქართულ ნაკრებს ნოემბრის ტესტ-მატჩების პოზიტიურ ნოტაზე დასრულება განაპირობა