საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ამაღამ თბილისში  გზები გადაიკეტება

საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე  საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან - დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება.  სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 27 ნოემბერსაც განხორციელდება.

თბილისში საახალწლო განათების მონტაჟი 7 ნოემბერს დაიწყო. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.