შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის  ბრალდებით 38 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 112 აბი და 9 აბის ნატეხები ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.