თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 47 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვარკეთილსა და ვაზისუბნის დასახლებაში ათამდე საცხოვრებელი ბინა გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.