რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს?

ანუ ბოლო კვირა მეორე ტურის წინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მორალური უპირატესობა მოიპოვა
Sputnik

 

დღეს ბრძოლა არა სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებისათვის მიმდინარეობს, არამედ გაცილებით დიდი სახელისუფლებო რესურსის მოსაპოვებლად. ძალიან ინერტული ქართული ოცნება საგრძნობლად გააქტიურდა, განსაკუთრებით სოციალური პროექტების ირგვლივ. ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორ განთავისუფლდება 600 ათასი ადამიანი შავი სიისაგან კონკრეტულად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინიციატივა მართლაც ბევრი ოჯახისათვის გახდება შვება. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც სწორედ 1000 და 2000 ლარის გამო სახლ-კარიც კი დაუყადაღეს რეგიონებში და ეს არ არის ახალი ამბავი.

„ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა

მეორეს მხრივ, რთული სათქმელია, როგორ შეაფასებენ ამ ინიციატივას ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სადაც პრემიერი თავისი გუნდით უკვე გაემგზავრა. ფული რომ არჩევნებში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, სადაც მთავარი პრობლემა საშუალო ფენის არარსებობაა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ რამდენად გამართლებულია ასეთი ინიციატივების არჩევნებამდე ათი დღით ადრე დაპირება, ეს მეორე საკითხია და უკვე გამოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრს გადმოსცემენ ხოლმე, იდეით აღფრთოვანებულები არ არიან. თუმცა არც იმისი ცალსახად თქმა შეიძლება, რომ ყველა, ვისაც სესხი გაუნულდება, მყისვე სალომე ზურაბიშვილს მისცემს ხმას.

ყველაფერი ან არაფერი: „ოცნების“ მიერ „შავი პიარის“ საპირწონედ გაღებული ნებისმიერი პირობა

ექსპერტები აღიარებენ, რომ ამ და სხვა ნაბიჯების წყალობით მეორე ტურის წინ ქართულმა ოცნებამ მორალური უპირატესობა მოიპოვა. მმართველ პარტიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ჰყავს მიხეილ სააკაშვილის სახით. რაც უფრო მეტს ისაუბრებს ის რუსთავი-2-ში ამ დღეების განმავლობაში, უკეთ შეახსენებს ხალხს იმ კოშმარს, რასაც სააკაშვილის მმართველობა ერქვა. „ხომ გახსოვთ, ჯოხთაბერიძეს როგორ მოვატანინე ფული, ისე მოვატანინებ ივანიშვილსაც“, - სააკაშვილი ისევ 2007-2008 წლების რიტორიკაშია. ვინ ვინ და მისმა მომხრეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ასეთი დამოკიდებულება და განცხადებები არანაირ დასავლურ სტანდარტებში არ ჯდება.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს ქართული ოცნების გარშემო, რადგან მსხვილ (ხაზარაძე, ჯოხთაბერიძე, ჩხაიძე, ჩხარტიშვილი) და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, რა ელით მიშას დაბრუნების შემთხვევაში და ისინი ყველა რესურსს გამოიყენებენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

მეორეს მხრივ პარადოქსულია ის ფაქტი, რომ საქართველოში ეს ორი, რადიკალური ფრთა იბრძვის ხელისუფლებისათვის და ჰყავს რეალური მომხრეები. არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე გზა, მესამე, უკეთესი არჩევანი, ამ ეტაპისათვის, სამწუხაროდ, არ არსებობს. და თუ პოლიტიკურ ძალებს ნამდვილად სურთ, 2020 წლის პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, ხოლო მთავრობა - კოალიციური, მზადება და პოლიტიკური აქტივობა ძალიან მალე უნდა დაიწყონ. აქაც უკვე ჩვენი ნაცნობი პოლიტიკოსების ახლებური დაჯგუფება თუ შეცვლის არსებითად საქმეს, თორემ ახალი ლიდერები ჯერჯერობით არ ჩანან არა იმიტომ, რომ შესაბამისი მონაცემების ხალხი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მათ დაფინანსება და გაპიარება სჭირდებათ,რაც საკმაოდ დიდ ფულად რესურსთანაა დაკავშირებული.