ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 26 ნოემბერს

დედაქალაქში ორშაბათს მზიანი ამინდი და 12 გრადუსამდე სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები ორშაბათს, 26 ნოემბერს თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება +6 გრადუსზე, ხოლო დღისით +12 გრადუსამდე დათბება. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:02 საათზე ამოვა და 17:33 საათზე ჩავა.