აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

დაკავებულმა ნარკოტიკები საბაჟო პუნქტ „სარფის“ გავლით შემოიტანა.
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს–მ თბილისში რუსეთის 20 წლის მოქალქე ნარკოდანაშაულზე დააკავა

როგორც პოლიციამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა.

პოლიციამ ბრალდებული აჭარაში დააკავა. სამართალდამცველებმა 105 აბი „სუბოქსინი" და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით აღიძრა, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.