თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ რუსეთს გადასცა რუსეთის მოქალაქე, რომელსაც პერმის მხარეში ხე-ტყის უკანონო ჭრა ედება ბრალად, ნათქვამია რუსეთის შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ჰაკერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს >>
კანონსაწინააღმდეგო საქმიანობით მიყენებულმა ზარალმა 30 მილიონი რუბლი შეადგინა.
„რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებულია 53 წლის მამაკაცი, რომელიც უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ხე-ტყის უკანონო მოჭრის ბრალდებით იძებნება“, - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.
ბრალდებული ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა.
„ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ფიგურანტი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და დღეს ის რუსეთის შსს-ს ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლების თანხლებით მოსკოვში ჩამოიყვანეს“, - აღნიშნა ვოლკმა.
სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოჭრის მუხლით იყო აღძრული. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.