გარდაიცვალა საქართველოს პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი

ამირან შალიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართველი რეჟისორი, მსახიობი და საქართველოს პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამირან შალიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სამოქალაქო პანაშვიდი პანტომიმის თეატრში 27 და 28 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება. დაკრძალვა - 29 ნოემბერს, 14:00 საათზე.

შალიკაშვილი 1939 წელს უზბეკეთში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.

1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი.

1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.

1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი.

1975 წელს დააარსა  პანტომიმის სახელმწიფო თეატრის და გახლდათ მისი დირექტორი.

1990 წელს იყო „ევროპის მიმების” ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე.

გამოცემული აქვს წიგნების „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006).

მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი, პრემია „საუკეთესო რეჟისორი პლასტიკაში“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია და საქართველოს კომკავშირის პრემია.