უამინდობამ ზემო აჭარაში პრობლემები შექმნა

მეწყრული პროცესები ქედის რაიონის რამდენიმე სოფელში შეიმჩნევა.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქედის რაიონის სოფელ ზვარეში დღის განმავლობაში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია  Imedi

წყალდიდობა და მეწყერი აჭარაში – გადაუღებელმა წვიმებმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

სოფელ ზვარეში შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება. 

„ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები ტარდება და დღის ბოლოსთვის გზებთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად აღმოვფხვრით, რის შემდეგაც გადაადგილება უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. 

მეწყრული პროცესები გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

სოფელ ოქტომბრის გარდა, ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფილია ცხრა ადმინისტრაციული ერთეული. სოფელ ოქტომბერში კომპანია Energo-ProGeorgia-ს წარმომადგენლები იმყოფებიან და დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. სოფლის მოსახლეობა ელექტროენერგიას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მიიღებს.