გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფია

გრიგოლ ვაშაძე შვიდი წელი მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო სამი წელი – საქართველოს საგარეო უწყებაში
Sputnik

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 19 ივლისს თბილისში, საბჭოთა საქართველოში ცნობილი პარტიული მუშაკის, ნოდარ ვაშაძისა და ელენე ბაქრაძის ოჯახში.

განათლება

ვაშაძემ 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61–ე საშაულო სკოლა, ხოლო 1981 წელს – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

კარიერა საბჭოთა კავშირში

ვაშაძე 1981–1988 წლებში მუშაობდა სსრკ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, ხოლო შემდეგ – კოსმოსისა და ბირთვული განიარაღების განყოფილებაში.

1988 წელს ის სსრკ–ის საგარე საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი გახდა. ისწავლა ორი წელი.

ვაშაძე 1990–2008 წლებში ბიზნესით იყო დაკავებული. დააარსა კომპანიები Georgia Arts Management და Gregory Vashadze and BR.

კარიერა საქართველოში

საქართველოში ვაშაძე 2004 წელს დაბრუნდა.

ის 2008 წლის თებერვალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ვაშაძე 2008 წლის ნოემბერში კულტურის მინისტრად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრი 2009 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლის ჩათვლით იყო.

პოლიტიკაში გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს მოვიდა. ის კენჭს იყრიდა ქუთაისის მერის თანამდებობაზე პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მიიღო ხმების 27,04%.

ვაშაძე ამჯერად ძალებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ცდის, წარმოადგენს ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ინტერესებს. პირველი ტურის შედეგებით მან ხმათა 37,74% დააგროვა და მეორე ტურში გადავიდა.

ოჯახი

ვაშაძე მეორედ არის დაქორწინებული. პირველად, 1978 წელს ცოლად მოიყვანა სსრკ–ის სახელმწიფო ბანკის მმართველის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატალია.

წყვილს 1979 წელს შეეძინა ვაჟი ნოდარი.

მეორედ, 1988 წელს დაქორწინდა ცნობილ ქართველ პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილზე. მასთან 2006 წელს შეეძინა ქალიშვილი ელენე.