ომი ტერორისტებთან, ანუ სახლი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

Sputnik

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის კვალი ჯერ კიდევ შეიმჩნევა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ნამდვილი ომი მიმდინარეობდა.

ტერორისტ ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია 2017 წლის 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და მომდევნო დღესაც გაგრძელდა.

მოვლენები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ვითარდებოდა. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცდანიშნულების რაზმს, ისროდნენ იმ სახლის ფანჯრებიდან, სადაც ისინი იყვნენ გამაგრებული.

სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ახმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა შეძლეს შოაიპ ბორზიევის ცოცხლად აყვანა.

ბრძოლის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, დაშავდა სპეცსამსახურების ოთხი თანამშრომელი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმის ფიგურანტები საქართველოში და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდნენ.

1 / 12
გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ბოევიკებთან ბრძოლის მონაწილეები გახდებოდნენ
2 / 12
ამ დღიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, თუმცა მაშინდელი მოვლენები ჯერ კიდევ არ წაშლილა თვითმხილველების მოგონებებიდან
3 / 12
ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების სპეცოპერაცია თითქმის დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა - 21-დან 22 ნოემბრამდე
4 / 12
ოპერაციის მსვლელობისას მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა, ხანდახან ისმოდა აფეთქებების ხმაც
5 / 12
ბინა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ, თითქმის მთლიანად დაიწვა. ასევე დაიწვა მეზობელი ბინებიც
6 / 12
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე №9 კორპუსთან გავლისას პირველი თვალში რაც გვხვდება, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოებია
7 / 12
სპეცოპერაციის შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა სახლის კედლებზე, ფანჯრის გისოსებზე და სადარბაზოში ჯერ კიდევ დარჩენილია ტყვიების კვალი
8 / 12
პირველად სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც კორპუსის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისათვის სპეცრაზმი და შსს-ს დამატებითი ძალები სრულად აკონტროლებდნენ ტერიტორიას
9 / 12
სპეცრაზმსა და ტერორისტებს შორის ორმხრივი სროლა მეორე დღემდე გაგრძელდა
10 / 12
ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მაშინ ჩნდებოდა - როგორ შეძლეს ტერორისტებმა სახლის ამდენი იარაღით მომარაგება
11 / 12
სპეცოპერაციის დროს, როდესაც მოსახლეობა ევაკუირებული იყო, ტერორისტებმა მეზობელი ბინაც დაიკავეს. ზუსტად ამიტომ შსს-ს ძალებმა და სუსმა რამდენიმე ბინა ერთდროულად დაცხრილა
12 / 12
სპეცოპერაცია საღამოს ხუთი საათისთვის დასრულდა. ორი ტერორისტი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, სპეცრაზმელებმა მოკლეს, ერთმა კი თავი აიფეთქა