შვედეთში ათასობით მოქალაქე ინერგავს კანქვეშ ჩიპებს, რათა პასპორტი თუ პირადობის დამადასტურებელი სხვა მოწმობები თან არ ატარონ.
ჩიპიანი ადამიანისთვის მხოლოდ ხელის გაშვერაა საკმარისი იმისთვის, რომ მანქანა გააღოს, მატარებლით იმგზავროს ან ოფისის ელექტროკარი გააღოს.
ჩიპი ზომით ძალიან პატარაა, ბრინჯის მარცვლის ტოლი. აღნიშნული ტექნოლოგია პირველად 2015 წელს გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო, თუ როგორ შეჰყავთ ჩიპი ადამიანის სხეულში.