შსს-მ ოპოზიციონერის დაჭრის საქმე გახსნა

ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ქალაქ ონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინციდენტი ზუგდიდში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

ინციდენტი ოთხშაბათს, ღამით მოხდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 53 წლის მამაკაცმა ოპოზიციონერი მუცელში დანით დაჭრა, როდესაც ისინი ქუჩაში კამათობდნენ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოპოზიციონერი სახლიდან გამოვიდა და მას მოსთხოვა, არ ეხმაურა ქუჩაში და ტერიტორია დაეტოვებინა. ორივე მამაკაცი ნასვამი იყო.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.