თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსული კინოს ფესტივალი „პაემანი - კინორომანის“ ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში გაიხსნა მოქანდაკე ზურაბ წერეთლის და პოეტ ვაზგენ ოგანესიანის გამოფენა „სკულპტურა და პოეზია“.
გახსნამდე გაიმართა რუსი რეჟისორის სერგეი მოკრიცკის ფილმის „უხეში პროექტის“ (Черновик) ჩვენება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები, სადაც ნატიფი ქანდაკებები და ლექსები ერთმანეთს ერწყმის.
ვაზგენ ოგანესიანმა მუსიკალური თანხლებით ემოციური ლექსები წაიკითხა. გამოფენის გახსნას ესწრებოდა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და პედაგოგი ირაკლი კვირიკაძე.
„სკულპტურა და პოეზია“: თბილისში წერეთლისა და ოგანესიანის გამოფენა გაიხსნა
ვაზგენ ოგანესიანი კრასნოდარში დაიბადა. 2002-2006 წლებში „გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრში“ ეუფლებოდა საოპერო სიმღერას. უამრავი ჯილდოს მფლობელია.