გურჯაანში 72 წლის მამაკაცი დაიკარგა

მამაკაცი ადგილობრივებმა ბოლოს სოფლის ცენტრში ნახეს.
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 72 წლის მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

რომან ბერიკაშვილი სახლიდან 17 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახის წევრებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

ახლობლების ცნობით, მამაკაცი ბოლოს თანასოფლელებმა სოფლის ცენტრში ნახეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამართალდამცველები და მაშველები დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.