მარნეულში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა მარნეულში მომხდარი ავტომობილისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

უბედური შემთხვევა მარნეულში, სოფელ იმირთან მოხდა.

შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც Opel-ის მარკის ავტომანქანის მძღოლი ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, რა დროსაც მანქანას მატარებელი შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.