აჯიკა არამატერიალური კულტურის ძეგლი გახდა

უფრო ადრე არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა მსოფლიოში ცნობილ ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას, ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიას, ქართული დამწერლობის სამ სახეობას და ქართულ ჭიდაობას.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. აფხაზური და მეგრული აჯიკის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ.

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, აფხაზური და მეგრული ტრადიციით აჯიკის დამზადებისთვის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და სხვათა შორის მე ხაზს გავუსვამ და პარალელს გავავლებ, როდესაც ჩვენ დამბალ ხაჭოს მივანიჭეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ძალიან პოპულარულია და ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია“, – განუცხადა ნიკა ანთიძემ ტელეკომპანია Rustavi2.

ნიკა ანთიძემ იმედი გამოთქვა, რომ არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ყველა ესეთი პროდუქტისთვის, რომელიც ქართულ იდენტობასთან არის დაკავშირებული, ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას.