„ბავშვებს გაკვეთილები არ უყვართ, სკოლაში ყოფნა არ უყვართ. თუ მასწავლებელი საყვარელია, მისი საგანიც მოსწონთ. თუმცა საყვარელი მასწავლებელი თითზე ჩამოსათვლელია. ბავშვისთვის გაკვეთილი უნდა იყოს მასწავლებლის საჩუქარი. დავივიწყოთ, რომ ის სასწავლო-სააღმზრდელო ფორმაა. ეს არის მასწავლებლის გულითადი ურთიერთობა ბავშვთან“, – ამბობს აკადემიკოსი.
შალვა ამონაშვილის განცხადებით, თუ ბავშვი გაკვეთილზე არ გაოცდება, რაღაცას არ გაიკვირვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაკვეთილი არ შედგა.