საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ყაზახეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 2:1. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა.
1 / 18
ქართველი ფეხბურთელები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვებას აღნიშნავენ
3 / 18
მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ფოტოზე - გიორგი მერებაშვილი შეტევაზე
4 / 18
59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გუნდი დააწინაურა და გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით დაასრულა
5 / 18
გოლის გატანის შემდეგ მერებაშვილს მთელი სტადიონი უკრავდა აპლოდისმენტებს
6 / 18
84-ე წუთზე ასევე თავი გამოიჩინა გიორგი ჩაკვეტაძემ. მან ორი ყაზახი ფეხბურთელი მოატყუა და ძლიერი დარტყმით შორ კუთხეში გოლი გაიტანა
7 / 18
სტუმრების მეკარე უძლური იყო. ფოტოზე - ყაზახო მეკარე მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ
8 / 18
საგოლე პასი ჩაკვეტაძეს ვაკო ყაზაიშვილმა გაუკეთა. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე გატანილ გოლს აღნიშნავს
© photo: Sputnik
9 / 18
ყაზახეთის ნაკრების წევრებმა 90-ე წუთზე მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს ქართულ გუნდს, რომლის ავტორიც ორალხან ომირტაევი გახდა. ფოტოზე - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გაშვებული გოლის შემდეგ
10 / 18
მიუხედავად იმისა, რომ ქართული გუნდი სიძლიერით აღემატებოდა მეტოქეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თითოეულ მომენტს განიცდიდა
11 / 18
ქართველ სპორტსმენებს რეალურად მესამე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ. იყო მომენტი, როდესაც ბურთი ყაზახეთის კარის ზოლზე დაგორავდა
12 / 18
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა ყაზახეთის გუნდი თბილისში. ფოტოზე - გიორგი ჩაკვეტაძე შეტევაზე
13 / 18
გულშემატკივრებმა მთელი სტადიონი შეავსეს და აქტიურად ქომაგობდნენ ქართველ ფეხბურთელებს
14 / 18
აქამდე ყაზახეთთან გამართული ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაამთავრა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩებ მატჩზე 0:0, ხოლო 2016 წლის ამხანაგურ შეხვედრაში 1:1
15 / 18
ჯგუფურ სტადიაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ფოტოზე - მერებაშვილი და ჩაკვეტაძე გატანილ გოლებს აღნიშნავენ
16 / 18
საქართველოს გარდა "D ლიგის" კიდევ ერთი ნახევარფინალისტია ცნობილი - ბელარუსის ნაკრები, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა მეორე ჯგუფში. დარჩენილი ადგილებისათვის იბრძოლებენ კოსოვო და აზერბაიჯანი (ჯგუფი სამი) და მაკედონია და სომხეთი (ჯგუფი ოთხი)
17 / 18
უეფას ერთა ლიგის ექვს მატჩში საქართველოს ნაკრებმა 18-დან 16 ქულა მოაგროვა - ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე გასვლაზე ანდორასტან (1:1)
18 / 18
ვლადიმერ ვაისის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია "D ლიგის" პირველ ჯგუფში. ფოტოზე - ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავენ