ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი: ქართულ–სომხური წინასაარჩევნო ვნებანი

საქართველოსა და სომხეთში არჩევნებისადმი მიძღვნილი ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში სამშაბათს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
Sputnik

ორი ქვეყნის ექსპერტები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე და სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე; როგორ განვითარდება ქართულ–სომხური ურთიერთობები არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

– პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.

ერევანში:

– სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევითი ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com