გილიგაშვილი: ეს გოგო რომ დავინახე, ფიქრები გამეფანტა, ლოცვა ვეღარ გავაგრძელე

მუსიკოსი გიორგი გილიგაშვილი თავს გადამხდარ უცნაურ ამბავს იხსენებს.
Sputnik

„ერთ მშვენიერს შევხვდი და იმის მერე მას აღარ შევხვედრივარ. ვფიქრობ, მოჩვენება იყო. ერთ-ერთ გამოქვაბულში მოსალოცად ვიყავი. ერთმა გოგონამ ჩამოიარა. რატომღაც მინდოდა, რომ საკმევლის სუნი მეგრძნო. ეს გოგონა მოვიდა და საკმეველი დამიდო. ის იყო არარეალურად ლამაზი ადამიანი. ამის მერე გავიდა. ვიფიქრე, ლოცვას დავასრულებ და მეც გავალ-მეთქი, მაგრამ ფიქრები გამეფანტა, ვეღარ ვილოცე წესიერად“, – იხსენებს გიორგი გილიგაშვილი.

მუსიკოსი ჰყვება, რომ როცა გარეთ გამოვიდა, გოგონა ვეღარსად იპოვა, ამ დროს კი მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ იქ არავინ დაუნახავთ.