ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 19 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 19 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„19 ნოემბერი ხის კურდღლის დღეა. დღეს კოსმოსში პრევალირებს მუდმივობის, წონასწორობის და სიმშვიდის ენერგია. კარგი დღეა ოჯახური დღესასწაულების მოსაწყობად, სასიამოვნო შეხვედრებისთვის მეგობრებთან ერთად და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. არ არის სასურველი ახალმოსახლეობა, ავეჯის გადაადგილება და სახლში რემონტის ჩატარება“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასიკეთო დღეა მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.