თბილისსა და პარიზს ფრანგული ფლაგმანი Air France დააკავშირებს

პირდაპირ რეისებს საქართველოდან საფრანგეთში კიდევ ერთი ავიაკომპანია განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ფრანგული ფლაგმანი ავიაკომპანია Air France 2019 წლის აპრილიდან თბილისი–პარიზის რეისების შესრულებას გეგმავს, ნათქვამია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მფლობელი კომპანიის TAV Georgia განცხადებაში.

Indigo საქართველოში იფრენს

მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიასთან დასკვნით სტადიაშია. Air France-ის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და შეთანხმების დეტალებზე იმსჯელეს.

ფრენების სიხშირე და ბილეთების ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

ამჟამად კომპანია Air France რეისებს 170 მიმართულებით ასრულებს. ავიაპარკს სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდი ჰყავს.

თბილისსა და პარიზს ფრანგული ფლაგმანი Air France დააკავშირებს

Air France-ის ბაზა პარიზის შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. შარლ დე გოლის აეროპორტის ოპერატორია კომპანია ADP Group, რომელიც, თავის მხრივ, TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.