ვლადიმირ ვაისი: მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

ფეხბურთელები ქომაგებისთვის თამაშობენ და მათ გასახარად მოგებას შეეცდებიან, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა და ჯგუფი მოვიგეთ, მაგრამ გვინდა სამი ქულა ავიღოთ და ყაზახეთს მოვუგოთ, თუმცა ეს არ იქნება მარტივი, განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ორშაბათს გამართავს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ყაზახეთის წინააღმდეგ.

„ეს არ იქნება მარტივი თამაში, მაგრამ ჩვენ ხარისხს ვაჩვენებთ, ვაჩვენებთ ისეთ თამაშს, როგორიც გვქონდა ლატვიაში, ყაზახეთში და დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ვაისმა.

მისი თქმით, ნაკრებმა ანდორაში კარგი თამაში ვერ აჩვენა. ფეხბურთელებს რომ მეორე გოლი გაეტანათ, შედეგი კარგი იქნებოდა, გუნდმა კი „იაფფასიანი“ გოლი გაუშვა, მაგრამ ეს ფეხბურთია.

„ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ არ გაგვიმართლა. საწყენი იყო, რომ თამაში ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ყაზახეთთან სხვა თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ვაისმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგაში პირველი ქულები დაკარგა

მისი თქმით, ნაკრებში უყურეს ყაზახეთისა და ლატვიის საშინაო თამაშს და გაანალიზეს ის. ყაზახმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ კარგად ითამაშა მეტოქის მეკარემ, სხვა შემთხვევებში უბრალოდ არ გაუმართლათ.

„კვალიფიკაციის მთელი პერიოდი ვითამაშეთ შეტევის გარეშე, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია. გვაკლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, მაგრამ ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები ფეხბურთის ნაწილია“, - განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ანდორასთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება. კერძოდ, შემადგენლობას გამოეთიშა ნავალოვსკი, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო და ახლა თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ თამაშს გააცდენს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს კანკავასაც, მაგრამ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ის ხვალ მინდორზე გამოსვლას შეძლებს.

„ხვალ მოედანზე გავლენ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც კი ამჟამად არიან საქართველოში, დაახლოებით ეს იგივე შემადგენლობაა, რომელიც ლატვიაში თამაშობდა“, - აღნიშნა ვაისმა.

ტურნირის ოთხ სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა და თავის ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე დაიკავა, დაიბევა ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და უეფას ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში დაწინაურება.