ზესტაფონში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა: არიან დაშავებულები

ერთ-ერთი მძღოლის გამოსაყვანად მანქანის სპეციალური ხელსაწყოებით გაჭრა გახდა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ გიორგაძე კახეთში ავარიაში მოყვა

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანიდან მძღოლის გამოსაყვანად მანქანის სპეციალური ხელსაწყოებით გაჭრა გახდა საჭირო.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“) დაიწყო.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.