ახმეტაში დაკარგული  მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სათიანოს დასახლებაში მცხოვრებ ნიკო გუშკაშვილს ოჯახი 12 ნოემბრიდან ეძებდა. ის სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ხუთდღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ცხედარი მდინარე ალაზნის პირას მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) აღძრა.