რუსთავში ჰაერის ხარისხის კვლევა ჩატარდა

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას არ აჭარბებს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ავტომატური მობილური სადგურის საშუალებით განახორციელეს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში ტყვიის შემცველობა ჰაერში ნორმაზე ბევრად დაბალია

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ნორმას არ აჭარბებს.

„ავტომატური სადგური ამჯერად ქ. რუსთავში განთავსდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა. მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟდება.