სამეგრელოში სახელმწიფოს მხარდაჭერით თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

საწარმო წელიწადში 7000-10000 ტონა საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ჯეო ნათსი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით,  „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

 საწარმოში ჯამურად 1,6 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში წელიწადში 7000-10000 ტონაზე მეტი თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამამუშავებელ საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

საქართველოში ვაშლის ახალი ბაღები 869 ჰექტარზე გააშენეს >>

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.