ხანძარი ხობში: გარდაცვლილია მოხუცი ქალი

არსებული ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 85 წლის მოხუცი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი სოფელ ქვემო ქვალონში ერთი საათის წინ გაჩნდა.

როგორც ადგილობრივებმა სააგენტოს განუცხადეს, მოხუცი ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დროულად მივიდა, ხის სახლი სრულად დაიწვა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.