ვოლგოგრადი საქართველოს პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება

პირველ ეტაპზე ფრენები კვირაში ერთხელ განხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტი და ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები" 18 დეკემბერს ახალ რეგულარულ რეისს ხსნიან თბილისში, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვოლგოგრადიდან პირდაპირი რეისით გამომგზავრება შესაძლებელია ყოველ სამშაბათს. ფრენის ხანგრძლივობაა 1 საათი და 40 წუთი.

Indigo საქართველოში იფრენს

ავიაკომპანია „ურალის ავიხაზებმა" პირდაპირი რესიების შესრულება ეკატერინბურგიდან თბილისში მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო. რეისები ხუთშაბათობითა და კვირაობით სრულდება.

ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები" სამგზავრო გადაზიდვების მოცულობის მიხედვით ერთ-ერთი წამყვანი რუსული ავიაკომპანიაა. 2017 წელს კომპანიამ 8 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. ფრენების გეოგრაფია 200-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. „ურალის ავიახაზების" საჰაერო ფლოტი ევროპული კონცერნ Airbus-ის 46 თვითმფრინავისგან შედგება.

ავიაკომპანია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული პრემიის ლაურეატია.